Wednesday, November 18, 2015

მეცხრე დღე

ტრენინგის მეცხრე დღე , ტრენერმა დაიწყო კითხვით : რა იყო გაუგებარი და რაში გვჭირდება დახმარება. მე ეს დამეხმარა კითხვარის დრაივზე მომზადებაში. ასევე კითხვარს როგორ უნდა მივაბა სურათი---თუ ჩამოვშლი Add item-ს მოვძებნი თუ სურათის დამატება მინდა Image-ს.

ათწილადების განმარტება


Monday, November 16, 2015

მერვე დღე

მერვე დღეს შევისწავლე
  •         დრაივის შექმნა; 
  • დრაივზე არსებულ საქაღალდეში, როგორ ავტვირთო დოკუმენტი------ არსებობს ორი გზა: 1. შევდივარ დრაივის იმ საქაღალდეში, სადაც ვტვირთავთ დოკუმენტს, ვაჭერთ Nev File uploan-ს და თუ მას დავაწკაპუნებთ გამოვა ფანჯარა , რომელზეც არის კონტექსტური მენიუ, სადაც გვეკითხება რა უნდა ავტვირთო;  2. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტი ატვირთული გვაქვს ელექტრონულ ფოსტაზე , შეიძლება პირდაპირ გადავიტანო დრაივზე განსაზღვრულ საქაღალდეში; თუ გავხსნი წერილს, რომელზეც მიბმულია დოკუმენტი, გამოვა ფანჯარა, რომელზეც მინიშნებულია დრაივის პიქტოგრამაც , დავაჭერთ დრაივის ფანჯარას----გამოვა საქაღალდეების ჩამონათვალი, სადაც გვინდა შევინახოთ დოკუმენტი.
  • დრაივზე არსებული საქაღალდეების გაზიარება ბლოგზე;
ვისწავლე როგორ უნდა შევქმნა ტესტი (კითხვარი) დრაივზე. ტრენერმა--გიორგი არავიაშვილმა, დაწვრილებით ამიხსნა Qoestion Type - ველზე როგორ ვიმუშაო.

ძალიან საინტერესო იყო დღევანდელი დღის მასალა, ვეცდები შევადგინო მოსწავლეებისთვის კითხვარი ამ ველის დახმარებით და გამოვიყენო სასწავლო პროცესში.
   
     მადლობა გიორგი არავიაშვილს ნაყოფიერი დღისთვის!

Friday, November 13, 2015

დღე მეშვიდე

       ტრენინგის დასაწყისში ერთ-ერთმა მასწავლებელმა ზაქარია მახათაძემ წარადგინა თავისი საპროექტო თემის პრეზენტაცია გაკეთებული power-point-ში გაკეთებული, რაც დამეხმარება ჩემი პრეზენტაცია ვსრულყო; მალინა ბერიშვილმა თავისი საპროექტო თემისთვის შედგენილი სასწავლო პროცედურები გაგვაცნო, რომელიც საჭიროებდა კიდევ დახვეწას, ტრენერმა გიორგი არავიაშვილმა მოგვცა მითითებები და რჩევები, რომელიც დამეხმარება რომ ჩემი თემისთვის დავწერო სასწავლო პროცედურები;
    განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი,რომელიც დამეხმარება არა მარტო პროექტის შექმნაში არამედ საწავლო პროცესში.

Sunday, November 8, 2015

მეექვსე დღე

         ტრენინგის დასაწყისში ტრენერმა შემახსენა როგორ ხდება ბლოგის დიზაინის ცვლილება. ვისწავლე ფოტომასალის მოძებნა და განთავსება, ტექსტური ველის დამატება, ბუკლეტის დამზადება; ჩემი პროექტისთვის გავაკეთე ბუკლეტის მონახაზი, ვფიქრობ, რომ შემდეგი გაკვეთილისთვის მზად მექნება ბუკლეტი.

მეხუთე დღე

       ტრენინგის მეხუთე დღეს, 5 ნოემბერს გავეცანი პროექტის შეფასების 5 სტრატეგიას;
მოვიძიე ტრენერის ბლოგზე რესურსები ბროშურის დამზადებისა  და პრეზენტაციის შესახებ, აღნიშნული ინფორმაცია დამეხმარება  შემდეგში. ტრენერმა დაწვრილებით ამიხსნა პრეზენტაცია საინტერესო რომ იყოს,  როგორ უნდა მოვამზადო.

Monday, November 2, 2015

მეოთხე დღე

        შევისწავლე ბლოგის დიზაინის ცვლილება, ბლოგის  სახელის შეცვლა; ბლოგზე განთავსებულ სტატიებზე ვის შეუძლია კომენტარის გაკეთება---- მისი განსაზღვრა; გავეცანი შეფასების დროის ჩარჩოს.
      ტრენერმა მომცა დავალება: მე-2-ე მოდულის მე-3-ე და მე-4-ე აქტივობები უნდა წავიკითხო და მისი მიხედვით შევქმნა ჩემი თემისთვის დროის ჩარჩო.