Friday, October 30, 2015

დღე მესამე

მესამე დღეს ვისწავლე ჩემი ბლოგის შექმნა, მოვახდინე ჩემი ბლოგის რეგისტრაცია. გავეცანი კითხვების დასმის ფორმებს და ეს საკითხი ჯგუფური მუშაობის დროს გავარჩიე, რაც დამეხმარა   ჩემი თემის ირგვლივ ჩამომეყალიბებინა კითხვები:
     შინაარსობრივი:1.რა არის ათწილადები?
                                   2.როგორ შევადაროთ ათწილადები?
                                   3.როგორ დავამრგვალოთ ათწილადები?
                                   4.როგორ დავალაგოთ ათწილადები ზრდის ან კლების მიხედვით?
                                   5.ვალუტის გადაცვლის დროს რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
      თემატური:1.როგორ გამოიყენება ათწილადები ყოფაცხოვრებაში და საჭიროა თუ არა                                 ისინი საქმის კარგად გასაკეთებლად?
                           2.ათწილადების ცოდნა რით გაგიადვილებთ ცხოვრებას?
                           3.როგორ შევაგროვოთ მონაცემები?
   არ მაქვს ზოგადი კითხვა დასმული, მაგრამ ტრენერმა მასალების დახმარებით  მიმართულება მომცა თუ როგორ მივუსადაგო ზოგადი კითხვა ჩემს თემას. იმედი მაქვს, რომ შემდეგ გაკვეთილზე უკვე მექნება ზოგადი კითხვა.                          

დღე მეორე

            წარვადგინე პროექტის თემის სათაური და შინაარსი; ჩემი თემის სათაურია ათწილადები. შევარჩიე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. მოვახდინე ჩემი პროექტის თემისთვის საკვანძო კითხვების ფორმულირება.
ვისწავლე წერილზე დოკუმენტის მიბმა; ვნახე როგორ გამოვიყენო ვიდეო გაკვეთილები; ეს შემდეგში დამეხმარება სასწავლო ღონისძიებების დაგეგმის პროცესში. მომცა დავალება.

დღე პირველი

            ტრენინგის პირველ დღეს, 23 ოქტომბერს ჩემი ტრენერის ---გიორგი არავიაშვილის დახმარებით გავეცანი ინტელის ძირითად კურსს; საინტერესოდ ამიხსნა რა მნიშვნელობა აქვს პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებას. ჯგუფური მუშაობის დროს ავირჩიეთ და განვიხილეთ პროექტის ნიმუში, რაც შემდეგ დამეხმარება პროექტის დაგეგმვაში.